დაზიანებული საავტომობილო გზა

09 იანვარი 2024, 11:38 888 ნახვა

სოფლის მცხოვრებლების მტკიცებით მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის გატანის გამო მწყობრიდან გამოვიდა საავტომობილო გზა, რომელიც სოფლებს ხუცუბანს, ქობულეთს, კოხს და ჭახათს ერთმანეთთან აკავშირებს. მძღოლები ამბობენ, რომ ამ გზაზე მაღალი გამავლობის, ქვა-ღორღით დატვირთული ავტომობილები ყოველდღიურად გადააგილდებოდნენ.

მოქალაქეები გზის დროულ შეკეთებას ითხოვენ და პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებენ, რომელიც ინერტული მასალის ტრანსპორტირებას ახდენდა. საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის მოვლა-პატრონობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის.

უწყებაში ამბობენ, რომ კომპანია შპს "მაინ გრუპის" ვალდებულებაა დაზიანებული 8-კილომეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. თავად კომპანიის წარმომადგენელი კი  აცხადებს, რომ მდინარე კინტრიშიდან  ინერტული მასალის ამოღება და ტრანსპორტირება დასრულებულია.

გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებას კი საახალწლო დღესასწაულების შემდეგ დაიწყებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი