ფერდსამაგრი კედლის მოწყობის მოთხოვნა

09 იანვარი 2024, 11:33 505 ნახვა

სოფელ ჯიხანჯურში მცხოვრები შაინიძეების 7 წევრიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ ფერდსამაგრი კედელი, რომელიც თავიანთ საკარმიდამო ეზოში გაკეთდა არასწორად დაპროექტდა, რის გამოც ეზოში მეწყრული პროცესი გააქტიურდა.

შალვა შაინიძე ახალ გეოლოგიურ დასკვნას ითხოვს. შაინიძეების ოჯახის პრობლემაზე ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ "მოქალაქის საკარმიდამო ეზოში გაბიონი მოეწყო, სამუშაოები გასული წლის დეკემბერში პროექტის შესაბამისად განხორციელდა. რაც შესხება მოქალაქის ამჟამინდელ პრეტენზიას.

მოქალაქემ  განცხადებით უნდა მიმართოს ქობულეთის მერიას, რის შემდეგაც ტერიტორიას  გეოლოგები ხელახლა შეისწავლიან და შესაბამისი დასკვნის შემდეგ დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში