აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. რაიდერის თქმით, ლოიდ ოსტინი გამოჯანმრთელდა და კარგ განწყობაზეა.
სპიკერის თქმით, ოსტინს აქვს სრული წვდომა უსაფრთხო კომუნიკაციებზე და აგრძელებს თავდაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მონიტორინგს მთელ მსოფლიოში.
„ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ოსტინმა გაიარა ტესტირება. ცნობისთვის 2 იანვარს, გარკვეული უფლებამოსილება გადაეცა თავდაცვის მდივნის მოადგილეს კეტლინ ჰიქსს - აცხადებს რაიდერი.