საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებიან ხულოში. სხვადასხვა სახის აქტივობები ამ წუთებში იწყება. მოწყობილია საახალწლო ჯიხურები, სადაც ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა მიმდინარეობს. დაგეგმილია ზღაპრების გმირების მსვლელობა.
საახალწლო კონცერტში ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, დღის ბოლოს კი ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ასევე გიორგი მახარაშვილი იმღერებენ.