ავარია თურქეთში-დაღუპულია 11 ადამიანი

28 დეკემბერი 2023, 11:54 516 ნახვა

11 დაღუპული 60-მდე დაშავებული-თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო მოხდა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. ტელეკომპანია TRT Haber-ი ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, „ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა. ერთმანეთს 7 ავტომობილი, 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი და დაბალი ხილვადობაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში