ჯოზეფ ბორეალის განცხადება

24 დეკემბერი 2023, 18:05 504 ნახვა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებით, რუსეთმა ერად ჩამოყალიბება ვერასდროს შეძლო, ის ყოველთვის იყო იმპერია ჯერ მეფით, შემდეგ საბჭოთა მმართველობისასა და ახლა, პუტინის პირობებშიც. ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის და ეს ქვეყანა უკრაინაში უკან დახევას არ აპირებს, რადგან საბოლოო გამარჯვებას გეგმავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში აღნიშნავს, რომ უკრაინის ომში ფსონი ევროკავშირის არსებობაზე დევს. „თუ ჩვენ სასწრაფოდ არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ რესურსის მობილიზებას, თუ მივცემთ პუტინს გამარჯვების უფლებას, და ასევე, ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, მაშინ ჩვენი პროექტი უფრო დიდ ზიანს მიიღებს," - განაცხადა ბორელმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი