ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს სერბეთში, სადაც საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა პრეზიდენტმა. ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, თავისი პარტია ხმების დათვლის შემდეგ აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს. დღეს მოსახლეობა პარლამენტთან ერთად 60 ქალაქის მერს ირჩევს. პარლამენტში კი სულ 250 ადგილია. წინასწარ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით გაერთიანებული პროევროპული კოალიცია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ არ ჩამორჩება პრეზიდენტის კოალიციას „სერბეთი არ უნდა გაჩერდეს“.