უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის სამხედრო ავიაციამ კიევი დაბომბა

14 დეკემბერი 2023, 18:50 288 ნახვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ავიაციამ კიევი დაბომბა. ქვეყნის დედაქალაქში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სამი რაკეტა მიფრინავდა სტაროკონსტანტინოვის მიმართულებით.

უკრაინული მედია წერს, რომ საფრთხის ქვეშაა რივნე და ლუცკი. გარდა ამისა, როგორც მედია წერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ რუსული ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა სამხრეთ-აღმოსავლეთში კვლავ შეინიშნება და არსებობს საავიაციო იარაღის გამოყენების საფრთხე.

უკრაინაში უკვე მესამედ გამოცხადდა საჰაერო თავდასხმის განგაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში