ნორვეგიულ ტანკერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს

12 დეკემბერი 2023, 14:55 401 ნახვა

ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა პასუხისმგებლობა აიღეს ნორვეგიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ სტრინდაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე. ჰუსიტების სამხედრო სპიკერის განცხადებით, ტანკერის მიმართულებით რაკეტა მას შემდეგ გაუშვეს, რაც ეკიპაჟმა ყველა გაფრთხილება რეაგირების გარეშე დატოვა. შაბათს ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ისინი თავს დაესხმიან ისრაელისკენ მიმავალ ყველა გემს და გააფრთხილეს საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები არ ითანამშრომლონ ისრაელის პორტებთან. ნორვეგიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ სტრინდას მცენარეული ზეთი და ბიოსაწვავი მალაიზიიდან ვენეციაში გადაჰქონდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 22 წევრიდან არცერთი არ დაშავებულა, განაცხადა გემის მფლობელმა. გემი ახლა უსაფრთხო პორტისკენ მიემართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი