პუტინის ომი უკრაინაში

10 დეკემბერი 2023, 11:54 491 ნახვა

ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. რუსმა აგრესორებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი, სადაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, არიან დაშავებულები.შემთხვევის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. გარდა ამისა, გასულ ღამეს საჰაერო განგაშის სიგნალი გააქტიურდა დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. ხერსონში კი ოკუპანტების იერიშს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთის არმიამ ქალაქი დრონებით დაბომბა, უპილოტო საფრენი აპარატი დასახლებულ პუნქტში ჩავარდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი