ბიუროს სხდომა უმაღლეს საბჭოში

07 დეკემბერი 2023, 18:11 471 ნახვა

ხვალ უმაღლესი საბჭო რეგიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გაიტანს. გადაწყვეტილება ერთხმად დეპუტატებმა დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. აღსანიშნავია რომ 2024 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 26 პროცენტით გაზრდილია. როგორც სხდომაზე განაცხადეს დეპუტატებს ჰქონდათ შენიშვნები, რომლის დიდი ნაწილი გათვალისწინებულია. რესპუბლიკურ ბიუჯეტს ხვალ 12 საათზე უმაღლეს საბჭოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარუდგენს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი