მოსახლეობის პროტესტი

11 მარტი 2017, 00:00 3078 ნახვა

დაბა ჩაქვის მოსახლეობა და ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, ჩაქვში, ნინოშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ - ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეების ამოღება/გადატანის გამო ქუჩა გადაკეტილია, მოსახლეობას კი შემოვლითი გზით უწევს გადაადგილება. ნაციონალური მოძრაობის წევრი ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ხეების გადატანისთვის ნაპირსამაგრი ჯებირის დემონტაჟიც განხორციელდა, კომპანიას კი შესაბამისი ნებართვები არ აქვს. სამუშაოებს “ზიმო-7” ახორციელებს. როგორც ქობულეთის გამგეობაში გავარკვიეთ, ტერიტორიის ნაწილი კერძოა, ნაწილი კი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, აქ ჩვენ ზარებს არ უპასუხეს. ზიმო 7-ის წარმომადგენლის თქმით კი მათ სამუშაოებზე ნებართვა მიღებული აქვთ, რაც შეეხება ჯებირს, სამუშაოების დასრულების შემდეგ მას სრულად აღადგენენ.

ამავე კატეგორიაში