თერთმეტი მთამსვლელი დაიღუპა ინდონეზიაში ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად, კიდევ 12 დაკარგულის ძებნა უსაფრთხოების მიზნით დროებით შეჩერდა.
11 დაღუპულის ცხედართან ერთად მაშველებმა სამი გადარჩენილი იპოვეს.
ვულკანი კვირას ამოიფრქვა. 2,891 მეტრის სიმაღლის ვულკანი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია სუმატრას კუნძულზე.
1979 წელს ვულკანის გააქტიურების შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა. ამჯერად ვულკანი ცაში 3 კმ სიმაღლის ფერფლს ისვრის.