ისრაელის სახმელეთო ჯარები ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ მოქმედებენ და აფართოებენ სახმელეთო ოპერაციას ჰამასის ბაზების წინააღმდეგ - განაცხადა არმიის სპიკერმა.
ჰაგარი გამოეხმაურა იემენელი ჰუსიტების განცხადებას და ხაზგასმით განაცხადა, რომ გემებს, რომლებსაც იემენის ჰუსიტების მოძრაობა თავს დაესხა წითელ ზღვაში, არ აქვს კავშირი ისრაელის სახელმწიფოსთან.
ჰაგარიმ თავდასხმაში ასევე დაადანაშაულა ირანი, რომელიც მხარს უჭერს იემენელ ჰუსიტებს.