უკრაინაში არჩევნები ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება

01 დეკემბერი 2023, 10:55 334 ნახვა

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება. შეთანხმება „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უმაღლესი რადას ხელმძღვანელობა, მე-9 მოწვევის უმაღლესი რადას საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები არჩევნებს საომარი მდგომარეობის დასრულებიდან სულ მცირე 6 თვის შემდეგ ჩაატარებენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში