ბრიუსელში ნატოს ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს

29 ნოემბერი 2023, 13:11 501 ნახვა

ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა მიმდინარეობს. ვილნიუსის ნატოს სამიტის შემდეგ ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნატო-ს შტაბ-ბინაში გუშინ პირველად შეიკრიბნენ. მინისტერიალზე განხილვის მთავარი თემა უკრაინა და მისი მხარდაჭერაა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, შეხვედრაზე აქცენტი კეთდება ასევე ჩინეთის, დასავლეთ ბალკანეთისა და ღაზის სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მინისტერიალის პირველივე დღეს იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა. უპასუხა არაბი ლიდერების ბრალდებებსაც, რომლებმაც ომთან დამოკიდებულებაში დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულეს.

სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინასა და ღაზაში ომი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი