ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ მიიღო მძევლების სია, რომლებსაც ჰამასი სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ გათავისუფლებულთა ნათესავები უკვე ინფორმირებულები არიან.
ბოლო ხუთ დღეში ჰამასმა გაათავისუფლა 81 მძევალი, გუშინ ისრაელმა კი 30 პალესტინელი პატიმარი.