ბლინკენმა ევროპული ტურნე დაიწყო

28 ნოემბერი 2023, 09:50 541 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი   ბრიუსელში ჩავიდა, სადაც  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ის ხაზს გაუსვამს ნატოს ალიანსის მუდმივ მხარდაჭერას უკრაინისადმი რუსეთთან ომში მაშინაც კი, როცა ბაიდენის ადმინისტრაციის ყველაზე მეტი ძალისხმევა ამ ეტაპზე  ღაზის სექტორისკენ არის მიმართული.

ისრაელ-ჰამასის ომის გამო გაჩნდა შეშფოთება, რომ ვაშინგტონი ვერ შეინარჩუნებს სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის იმ დონეს, რომელსაც უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უწევდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი