ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი კიდევ ორი დღით გაგრძელდება

28 ნოემბერი 2023, 10:30 445 ნახვა

ისრაელსა და "ჰამასს"  შორის ზავი კიდევ ორი დღით გახანგრძლივდა. ზავის მეოთხე დღეს "ჰამასმა" ცხრა ბავშვი და ორი ქალი გაათავისუფლა, რომლებიც სამედიცინო კვლევების წინ ოჯახის წევრებს შეხვდნენ. 

"ჰამასმა" გასულ პარასკევს ამოქმედებული თავდაპირველი ოთხდღიანი ზავის ფარგლებში სულ 69 ისრაელელი და უცხოელი მძევალი გაათავისუფლა. 

ისრაელის პენიტენციალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ორშაბათს  27 ნოემბერს დასავლეთ სანაპიროზე  ისრაელის ოფერის ციხიდან და იერუსალიმის წინასწარი დაკავების ცენტრიდან 33 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.

გასული  პარასკევის შემდეგ გათავისუფლებულ პალესტინელ პატიმართა  საერთო რაოდენობამ 150 ადამიანი შეადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში