აშშ-სა და კანადის დამაკავშირებელი ხიდი მეორე დღეა დაკეტილია 

24 ნოემბერი 2023, 09:05 370 ნახვა

მეორე დღეა დაკეტილია აშშ-სა და კანადის დამაკავშირებელი ხიდი. მოძრაობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ნიაგარას ჩანჩქერის მახლობლად მდებარე ხიდზე ავტომობილი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად დაღუპულია პირი, რომელიც მანქანას მართავდა, დაშავებულია 2  პირი. ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ინციდენტი.

გამოძიების ფედერალურ ბიუროში კი აცხადებენ, რომ ადგილზე საგამოძიებო პროცესი დასრულებულია და შემთხვევას ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში