ტერორისტებმა ღაზაში მდებარე ინდონეზიური საავადმყოფოდან ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ძალებს, რომლებიც მოქმედებენ საავადმყოფოს გარეთ - ისრაელის თავდაცვის ძალები

20 ნოემბერი 2023, 22:41 361 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ტერორისტებმა ღაზაში მდებარე ინდონეზიური საავადმყოფოდან ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის ძალებს,რომლებიც მოქმედებენ საავადმყოფოს გარეთ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ „საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებმა მიზანში ამოიღეს მტრის ცეცხლის კონკრეტული წყარო“.

„ჰოსპიტლის მიმართულებით ჭურვები არ გასროლილა“, – აღნიშნეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, მათ არ დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი და მიიღეს „ბევრი გადაწყვეტილება არამებრძოლებისთვის ზიანის შესამცირებლად“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში