ისრაელს იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში ჰამასმა შესაძლოა მძევლების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაათავისუფლოს.
ვაშინგტონ პოსტის განცხადებით, ამერიკელი შუამავლები ახლოს არიან ისრაელსა და ჰამასს შორის გარიგების მიღწევასთან, რომლის თანახმად ღაზაში მძევლად მყოფი ათობით ქალისა და ბავშვის გათავისუფლება ომში ხუთდღიანი პაუზის სანაცვლოდ უნდა მოხდეს, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთ დასახლებებზე სისხლიანი თავდასხმების დროს 240 ადამიანი მძევლად აიყვანა, რამაც აიძულა ისრაელი პალესტინის ეს პატარა ტერიტორია მისი მმართველი ისლამისტური დაჯგუფების განადგურების მიზნით ალყაში მოექცია და ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები დაეწყო.