მეწყრული პროცესი რამდენიმე სოფელში - დაიტბორა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია

17 ნოემბერი 2023, 14:04 790 ნახვა

უხვმა ნალექმა ქობულეთის სოფლებში და ქალაქის ნაწილში  პრობლემები შექმნა. მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ სახალვაშოში, ხალის ადმინისტრაციულ ერთეულში, დაბა ჩაქვში, ბობოყვათი-დაგვის დამაკავშირებელ შიდა გზებზე და ქაქუთში, სადაც ,,საავტომობილო გზების’’ მძიმე ტექნიკა მუშაობს. უწყების წარმომადგენელი ამბობს,  რომ  გზების ნაწილი უკვე გაწმენდილია, შეზღუდვა ამ ეტაპზე არ არის.

ქალაქის ტერიტორიაზე კი მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც კვლავ დაიტბორა  ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

დღეს ბაზრის მოვაჭრეები ქობულეთის მერთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ და მას დახმარება სთხოვეს.  ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 30 შეტყობინებაა შესული სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე, რომელიც ძირითადად მეწყრის შედეგად და დატბორვებს შეეხება.  

ელექტროენერგიის კუთხით დილიდან რამდენიმე მიმართულებაზე იყო პრობლემა, თუმცა მალევე აღდგა დენის მიწოდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი