ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება - ბაიდენი

16 ნოემბერი 2023, 10:05 387 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან მკაფიოდ განუცხადა ისრაელის პრემიერს, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთადერთი პასუხია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად და, რომ ღაზის ოკუპაცია  დიდი შეცდომა იქნება. 

ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს მძევლების გასათავისუფლებლად, რომლებიც ჰამასის ბოევიკთა  ჯგუფს  ღაზაში ჰყავს დატყვევებული, თუმცა ეს არ გულისხმობს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედროების გაგზავნას.

ჰამასის შეიარაღებული ჯგუფი 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელის სოფლებში შეიჭრა, ისრაელის ცნობით, ათას 200 ადამიანი მოკლა და  240 გაიტაცა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში