ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებმა მუშაობა დაასრულა

14 ნოემბერი 2023, 09:26 477 ნახვა

ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებმა მუშაობა დაასრულა. დეპუტატებმა იმ ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზეა საუბარი.

ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის გაფართოების კალათაში გადასვლას გულისხმობს, ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ საჭიროა პროექტის გადატვირთვა.

დეპუტატების აზრით, აუცილებელია არსებობდეს ერთიანი თავდაცვის პოლიტიკა, რადგან რუსეთი რეგიონში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

ანგარიშს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი