„ციანიდის“ საქმე

08 მარტი 2017, 00:00 2432 ნახვა

,,ბრალდებულ სასულიერო პირს ბრალი პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვაში ედება”-განაცხადეს   საქართველოს პროკურატურაში. დღეს უწყებამ დაახლოებით 13 წუთიანი ვიდეო - მასალა გაავრცელა, რომელიც ჯარჯი წიკლაურის თქმით, ე.წ ლი ციანიდის საქმის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. პროკურორმა ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ სასულიერო პირის  პირად მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, ირკვევა, რომ  დაკავებული დეკანოზი გუგლის საძიებო სისტემაში ხშირად ეძებდა ინფორმაციებს ,,კალიუმის ციანიდის” შესახებაც, ასევე პატრიარქის არჩევის წესზე.  მტკიცებულებებს შორისაა ფურცელი, რომელზეც როგორც პროკურორმა განაცხადა წერია ,,კალიუმ ციანიდი”,  ხელწერა კი მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძეს ეკუთვნის. ციანიდის საქმის მტკიცებულებები - ნახეთ ჩვენი სიუჟეტი.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი