საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა ქობულეთში. საკრებულომ განიხილა და მხარი დაუჭირა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულების პროექტს. საბჭო შეიქმნება ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რომელიც მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს შექმნან საკოორდინაციო ორგანოები ქალთა, ბავშვთა და მამაკაცთა საკითხებზე.
ახალი საბჭო იმუშავებს როგორც საკონსულტაციო და საკოორდინაციო პლატფორმა და გააერთიანებს თვითმმართველობის, საჯარო უწყებებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს.
დღესვე საკრებულოს გადაწყვეტილებით რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების ხელშეკრულება დამტკიცდა.
შეთანხმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შენობების ნაწილობრივ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ქობულეთის საკრებულოს სხდომებს რამდენიმე თვეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებიან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე