მივესალმებით ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, როგორც მშვიდობისკენ მიმავალ იმედისმომცემ საეტაპო მოვლენას - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
" პრეზიდენტი ტრამპის გადამწყვეტმა დიპლომატიამ, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მედიაციის მხარდაჭერით, საკვანძო როლი შეასრულა ამ შეთანხმების მიღწევაში.
მძევლების მყისიერი გათავისუფლება საფუძველს ჩაუყრის ხანგრძლივ მშვიდობას, რაც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე