ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალი

09 ოქტომბერი 2025, 17:54 90 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მალტაში- ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალში მონაწილეობს.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მართვის პროცესებში ახალგაზრდების როლზე და მათ ჩართულობაზე ისაუბრა.

როგორც გივი მიქანალძემ აღნიშნა, საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, საქართველო აქტიურად მუშაობს ახალგაზრდების ჩართულობის მექანიზმების განვითარებაზე.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და ინიციატივები ხორციელდება, მათ შორის, სულ ცოტა ხნის წინ, საქართველო შეუერთდა ევროპის ახალგაზრდული ბარათის პროგრამას. 

რიგით მე-10 მინისტერიალზე მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა - ახალგაზრდულ პოლიტიკაში მიღწეული შედეგები; ახალგაზრდული პოლიტიკის ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე