4 ოქტომბრის პროცესები იყო მთავარი თემა დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი გახარიას პარტიიდან ესწრებოდა.
აკაკი გვიანიძემ სოლიდარობა გამოუცხადა აქციაზე მყოფ და დაკავებულ ბათუმელ მედროშეს და 4 ოქტომბრის მოვლენებს დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.
აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წევრებმა ხაზი გაუსვეს 4 ოქტომბერს ჩადენილ უკანონო ქმედებებსა და რევოლუციურ სცენარს, რომელმაც მათივე თქმით, ხელისუფლება ვერა, თუმცა ოპოზიცია სრულად დაასრულა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე