4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ყველა მონაწილე იქნება იდენტიფიცირებული, სახელმწიფო კი იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ არსებული რეალობის ფონზე, მაშინ როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამგვარი მოვლენები კიდევ უფრო აჩენს რისკებს.
გიორგი გახარიას პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ დაკავებულები პროვოკაციის მსხვერპლი არიან, და რომ პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანებს ეკისრებათ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე