ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის უდიდესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა. ალ-შიფას საავადმყოფოში თითქმის სრულად არის გათიშული ელექტროენერგია, ამასთან ერთად საკვებისა და წყლის დეფიციტია. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, ათობით ახალშობილის ევაკუაცია განახორციელონ და ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანონ.
ისრაელის არმიამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია ისრაელელი ჯარისკაცები საწვავით სავსე კონტეინერებით ხელში.
არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროებმა ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს საწვავი შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.