უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გვიან ღამით რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გააქტიურდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დონეცკის მახლობლად უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის 25-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. ასევე შაჰედის ტიპის 5 დრონიდან, 4 გაანადგურეს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტსა და უკრაინის დამცველებს შორის 69 შეტაკება მოხდა. მტერმა 26 საჰაერო და 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
ამავდროულად უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლის მიმართულებით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საჭიროა მთელ მსოფლიოს ესმოდეს უკრაინის ხმა.