ტენდერი საახალწლო დეკორაციებისთვის

08 ნოემბერი 2023, 11:00 781 ნახვა

საახალწლო განათებების და დეკორაციების შესაძენად ქობულეთის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

პირობის მიხედვით, დეკორაციებით მოირთვება აღმაშენებლის ქუჩის  ნაწილი და ტრადიციულად ცენტრალური მოედანი. ამ ყველაფრისთვის კი  მერიამ  201 ათას 600 ლარი გამოყო. თანხა ასევე გამოიყო საახალწლო ღონისძიებებისთვის. 

საახალწლო დეკორაციების სამონტაჟო სამუშაოებს მერია საკუთარი ძალებით შეასრულებს, რისთვისაც ტენდერის გამოცხადებას არ აპირებს, თუმცა რაც შეეხება საახალწლო ილუმინაციების შესყიდვას, სატენდერო წინადადებების მიღება  პარასკევიდან დაიწყება და 13 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი