პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების დაზიანებულ შტაბ-ბინას ათობით ადამიანი აფარებს თავს ვიდეომასალას საზოგადოება სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ასევე გამოქვეყნდა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ფოტოები. მათი განცხადებით, სამშაბათს ღაზაში ეგვიპტიდან წყლით, საკვებითა და მედიკამენტებით დატვირთული რვა სატვირთო მანქანა შევიდა.
ისრაელთან ომის დაწყების შემდეგ ეს მეოთხე ჰუმანიტარული ავტოკოლონა იყო, რომელიც სექტორში შევიდა.