ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 4600-მდე გაიზარდა - ისრაელი 1 400 დაღუპულის შესახებ იუწყება

23 ოქტომბერი 2023, 10:05 613 ნახვა

ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 4600-მდე გაიზარდა - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დამიანი ნანგრევებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ისრაელის მხარეს კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1400-ს აჭარბებს. 

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ წუხელ ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ ორი უჯრედი გაანადგურეს. ერთი მატატის მიმდებარედ მდებარეობდა, საიდანაც ისრაელის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება იგეგმებოდა, ხოლო მეორე ჰარ-დოვში, საიდანაც ასევე იგეგმებოდა რაკეტების ისრაელისკენ გასროლა. შეტაკებების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ღაზის სექტორში ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად არის დიდი რაოდენობით დაღუპული და დაშავებული. მათივე ინფორმაციით, დარტყმები გასულ ღამეს და დღეს დილით განხორციელდა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორში გუშინ ეგვიპტიდან ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების მეორე კოლონა შევიდა.

შეგახსენებთ, ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი შაბათს გაიხსნა და ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო შევიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი