„ჰამასის“ ტყვეობაში ამ დროისთვის 212 მძევალი იმყოფება - ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში ავრცელებენ. პრესსპიკერის განცხადებით, ყველა მათგანის ოჯახის წევრი ინფორმირებულია.
თავდაცვის ძალებში ასევე აღნიშნავენ, რომ მძევალთა რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.
მოქალაქეები და მძევლების ახლობლები ისრაელში საპროტესტო აქციებს მართავენ და დატყვევებულების სახლში დაბრუნებაში მსოფლიოს დახმარებას სთხოვენ.