აშშ-ევროკავშირის სამიტის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და ევროატლანტიკურ პერსპექტივას

21 ოქტომბერი 2023, 14:04 554 ნახვა

მორიგი მხარდაჭერა საქართველოს - ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის განცხადებაში 8-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამიტი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას.

„ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება," - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ადასტურებენ ერთგულებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს, ერთობლივი სამიტის ფარგლებში, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი