ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული კონფლიქტი იქნება დღეს, ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტის მთავარი თემა, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამიტს ეგვიპტისა და პალესტინის პრეზიდენტები, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენერალური მდივანი და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება.
აღსანიშნავია, რომ დამსწრეთა სიაში არ არიან ისრაელის, „ჰამასის“, აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები.