ისრაელმა „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა

17 ოქტომბერი 2023, 10:44 421 ნახვა

ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის, ორგანიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ოსამა მაზინის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, ოსამა მაზინი პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ მიერ დატყვევებულ ადამიანებზე და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღამით ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებული სამიზნეები მოიცავს „ჰამასის“ შტაბ-ბინას, სადაც დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში