ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონა ეგვიპტიდან რაფაჰის გამშვები პუნქტისკენ გაემართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები ავრცელებენ.
„ჩვენ ტერმინალში მივედით და ახლა შემდეგ ნაბიჯს ველოდებით“, - განაცხადა, ერთი-ერთი ჰუმანიტარული ჯგუფის წარმომადგენელმა, ჰება რაშედმა.
ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელ-არიშიდან კიდევ ასობით სატვირთო მანქანა გაემართა რაფაჰისკენ.
ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, გაიხსნება თუ არა რაფაჰის გადასასვლელი, რათა ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში შევიდეს.