ევროკავშირის ლიდერები ისრაელი - „ჰამასის" ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს გამართავენ

16 ოქტომბერი 2023, 14:15 435 ნახვა

ევროკავშირის ლიდერები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებს. მისი თქმით, ომს აქვს პოტენციალი გააუარესოს დაძაბულობა თემებს შორის და გააძლიეროს ექსტრემიზმი ევროპაში და არსებობს მიგრაციისა და ხალხის დიდი ნაკადის მეზობელ ქვეყნებში გადაადგილების დიდი რისკი.

შარლ მიშელის განცხადებით, ის გმობს სასტიკ ტერაქტებს და რომ "ისრაელს უფლება აქვს, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით".

ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში