ღაზაში რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი შეზღუდული დროით გაიხსნება - ბლინკენი

16 ოქტომბერი 2023, 11:00 497 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეგვიპტის სასაზღვრო გადასასვლელი  ღაზაში შეზღუდული დროით გაიხსნება. ბლინკენის თქმით,  აშშ მუშაობს ეგვიპტესთან, ისრაელსა და გაეროსთან ღაზისთვის  დახმარების მისაწოდებლად.  

ასობით ტონა  დახმარება მსოფლიოს  მრავალი ქვეყნიდან  ეგვიპტის  სინაის ნახევარკუნძულზეა გაჩერებული და რამდენიმე დღეა რაფაჰის გადასასვლელით  მისი უსაფრთხო მიწოდებისა და ზოგიერთი უცხოელის ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.    

ეგვიპტე აცხადებს, რომ  ჩიხური სიტუაციიდან გამოსასვლელად დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიერა.  ისრაელმა  მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის წინ ღაზის მკვიდრებს მოუწოდა სამხრეთში ევაკუაციისკენ.

ორმილიონიანი ღაზის მოსახლეობიდან ნახევარმა მილიონმა უკვე დატოვა სექტორი. ჰამასი, რომელიც მართავს ღაზას, მოსახლეობას მოუწოდებს უგულებელყოს ისრაელის მოწოდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი