საქართველო და უკრაინა დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ, მოლდოვამ იდენტობა დაკარგა - ვლადიმერ პუტინი

13 ოქტომბერი 2023, 14:11 420 ნახვა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ იდენტობა დაკარგეს. პუტინის აზრით, აღნიშნული ქვეყნები დსთ-ს ფორმატში აღარ მუშაობენ.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დაიწყო, მოეგვეარებინა შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით.

უკრაინამ კი ოდესღაც დსთ-ს შესახებ ფუნდამენტურ დოკუმენტს ხელი მოაწერა, მაგრამ მას სრული ფორმატით არასდროს შეერთებია.

პუტინმა მოლდოვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა პრაქტიკულად იდენტობას კარგავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში