ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მოთხოვნა

13 ოქტომბერი 2023, 11:33 862 ნახვა

ფიჭვნარის დასახლებაში საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების დასრულებას და სკოლამდელი დაწესებულების გახსნას ითხოვენ. აღსაზრდელების მშობლები ამბობენ, რომ ბაღში სარემონტო სამუშაოები პროცესი ერთი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა  გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ფიჭვნარის მე-7 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი პირველ ეტაპზე არ შედგა.

ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, რომ ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია მაქსიმალურ ვადებში დაასრულებს რეაბილიტაციის პროცესს, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია. ფიჭვნარის მე-7 საბავშვო ბაღში 90-მდე აღსაზრდელი ირიცხება. ისინი დროებით მე-2 და მე-4 ბაღებში გადანაწილდებიან.

მუნიციპალიტეტში, ამჟამად 9 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 400 ათასი ლარი არის გამოყოფილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი