ქობულეთის ზედამხედველობის სამსახური უკანონო შენობების დემონტაჟს იწყებს

12 ოქტომბერი 2023, 18:00 841 ნახვა

ქობულეთის ზედამხედველობის სამსახური უკანონო შენობების დემონტაჟს იწყებს - საუბარია პლაჟზე ორ უკანონოდ აშენებულ ობიექტზე, რომელთა მფლობელები არაერთხელ დაჯარიმდნენ. მათ შორის ბოლოს, ბიუჯეტის სასარგებლოდ მათ 4000-4000 ლარის გადახდა მოუწიათ.

ქობულეთის მერის მოადგილე აცხადებს, რომ საპლაჟო ინფრასტრუქტურა სამომავლოდ ზღვის სანაპირო ზოლში კონკრეტული განაშენიანების გეგმას დაექვემდებარება. არსებულ ობიექტს, ქობულეთის ბულვარში, სასეირნო ბილიკის ნაწილიც აქვს დაკავებული.

როგორც კაფე ''პაპალოს'' მფლობელი ამბობს, ის მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი