გერმანიამ პალესტინას დახმარება შუეჩერა

12 ოქტომბერი 2023, 14:58 493 ნახვა

თქვენი დუმილი სამარცხვინოა - ასე მიმართა ბუნდესტაგიდან გერმანიის კანცლერმა ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმების შემდეგ პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს. 

გერმანიის პარლამენტში სპეციალური მიმართვით გამოსვლისას შოლცმა თქვა, რომ გერმანია შეაჩერებს პალესტინის ტერიტორიების განვითარების მიზნით ყველა დახმარებას.

შოლცმა ირანი ისლამისტური ჰამასის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და გერმანელ კანონმდებლებს განუცხადა, რომ იმუშავებს რეგიონის ქვეყნებთან ძალადობის შემდგომი ესკალაციის შესაჩერებლად.

დღეს შოლცი თავის რეზიდენციაში დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებს გამართავს ყატარის ემირთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი