პაატა დავითაიას განცხადება და გამოხმაურებები

12 ოქტომბერი 2023, 14:01 457 ნახვა

საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოქტომბრის ბოლოს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს,  ვალდებულებებთან ერთად. ეს განცხადება პოლიტიკოსმა აჭარის მაუწყებლის ეთერში გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გააკეთა. მისი ინფორმაციით, საქართველოსთან დაკავშირებულ დოკუმენტზე მხარდამჭერი ხელმოწერები უკვე გაკეთებულია, რომლის გამოქვეყნებაც თვის ბოლოს  იგეგმება.

ოპოზიციონერი დეპუტატი ირწმუნება, რომ დაახლოებით ისიც იცის, რა წერია დოკუმენტში, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი არ შეუძლია. 

კოლეგა ოპოზიციონერებისთვის პაატა დავითაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნო არ არის, აცხადებენ რომ მსგავსი დოკუმენტი სადაც საქართველოს მხარდამჭერი ხელმოწერებია, ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ საქართველო სტატუსს მართლაც მოიპოვებს, თუმცა ეს  მძიმე დათქმების სანაცვლოდ იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი