ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის ტერიტორიას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს

11 ოქტომბერი 2023, 15:00 564 ნახვა

სულ ცოტა ხნის წინ  ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა გაისროლეს. ჰეზბოლამ დაადასტურა, რომ რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა  საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს ლიბანის ტერიტორიას. ლიბანის სახელმწიფო მედია ორ რაიონში აფეთქებებისა და ხანძრის შესახებ იტყობინება. დაირას მიმდებარე ტერიტორია დაბომბვა ხდება მტრის არტილერიის მიერ, ხოლო იარინის მიმდებარე ტერიტორია დაბომბილია ფოსფორის ჭურვებით“ - აცხადებს ლიბანის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო.

ჰამასის ისლამისტური დაჯგუფება ირწმუნება, რომ  ბავშვები მისი სამიზნე არ  ყოფილა და დასავლურ მედიას მოუწოდებს, ზუსტად გააშუქონ მოვლენები. დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰამასის და ალ-კასამის ბრიგადების ბოევიკების სამიზნე  "სიონისტური სამხედრო და უსაფრთხოების სისტემებია".

ღაზის სექტორის სასაზღვრო სოფელ კფარ აზაში ჰამასის ბოევიკების მიერ მოკლული ათობით ისრაელელის, მათ შორის ბავშვების თავმოკვეთილი ცხედრები აღმოაჩინეს.  ისრაელის სამედიცინო და სამხედრო პერსონალის ბოლო მონაცემებით, ქვეყნის საავადმყოფოებში სამი ათასზე მეტი დაშავებული  მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მოხვდა. ათას 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო შედარებით მსუბუქი დაზიანებები და ბევრი უკვე სახლში გაწერეს. 

200-ზე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო შეტევების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ათასზე მეტი ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი