მსოფლიოს 5 წამყვანი ქვეყნის ლიდერები ისრაელს მხარდაჭერას უცხადებენ

10 ოქტომბერი 2023, 11:04 504 ნახვა

აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დაგმეს ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმები და  ისრაელის "მტკიცე და ერთიანი მხარდაჭერა" გამოუცხადეს.

ერთობლივი განცხადება ემანუელ მაკრონს, ოლაფ შოლცს, ჯორჯია მელონს, რიში სუნაკსა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთდა.

„ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს არ აქვს გამართლება, ლეგიტიმაცია და საყოველთაოდ უნდა იყოს დაგმობილი. ჩვენი ქვეყნები მხარს დაუჭერენ ისრაელს მცდელობებში, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი ასეთი სისასტიკისგან. ეს არ არის მომენტი ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი მხარისთვის, გამოიყენოს ეს თავდასხმები უპირატესობის მოსაპოვებლად. ყველა ჩვენგანი ვაღიარებთ პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს და მხარს ვუჭერთ სამართლიანობისა და თავისუფლების თანაბარ ზომებს ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი